Image source: geonoc.org.ge
იაპონიაში ჩატარებული მორიგი სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა 62,4% სიხარულით ელოდება ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს. ამასთან, მოქალაქეთა ნახევარზე მეტი – 58,5% ოლიმპიურ არენებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დაშვებას ემხრობა.
გამოკითხვაში 1202 ადამიანი მონაწილეობდა. რესპოდენტთა 15,6% ეპიდემიის პირობებში თამაშების ჩატარების წინააღმდეგია, 11% მხარს უჭერს ასპარეზობათა დახურულ კარს მიღმა ჩატარებას, ხოლო 7,2% მიიჩნევს, რომ არანაირი შეზღუდვა არ არის საჭირო.
ვიდეობი
ფოტოები