კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

იანე ანდერსონმა შვედეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა – ნახეთ თუ ვინ მოხვდა (ფოტო)

იანე ანდერსონმა 26 კაციანი შემადგენლობა დაასახელა

Image source: svenskfotboll.se

 

ცნობილია შვედეთის ნაკრების შემადგენლობა, რომლითაც “ფრენდს არენაზე” საქართველოს უმასპინძლებს. 58 წლის იანე ანდერსონმა უახლოესი სანაკრებო ფანჯრისთვის გუნდში 26 ფეხბურთელი გამოიძახა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში შვედეთის ნაკრები 25 მარტს სოლნაში, საქართველოს ნაკრებს შეხვდება.

შვედეთის გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: კარლო-იოჰან იოჰნსონი (კოპენჰაგენი, დანია), კრისტოფერ ნორდფელდტი (გენჩლერბირლიგი, თურქეთი), რობინ ოლსენი (ევერტონი)

მცველები: ლუდვიგ აუგუსტინსონი (ვერდერი, გერმანია), პიერ ბენგტსონი (ვეილე, დანია), ანდრეა გრანკვისტი (ჰელსინგბორგსი, შვედეთი), ფილიპ ჰელანდერი (რეინჯერსი, შოტლანდია), ემილ კრაფტი (ნიუქასლი, ინგლისი), მიკაელ ლუსტიგი (აიკი, შვედეთი), იოაკიმ ნილსონი (არმინია ბილფილდი, გერმანია), ვიქტორ ნილსონ ლინდელოფი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კარლ სტარფელტი (რუბინი, რუსეთი)

ნახევარმცველები: მარკუს ბერგი (კრასნოდარი, რუსეთი), იენს-ლის მიშელ კაიუსტე (მიდტიულანდი, დანია), ვიქტორ კლაესონი (კრასნოდარი, რუსეთი), ალბინ ეკდალი (სამპდორია, იტალია), ემილ ფორსბერგი (ლეიპციგი, ), ემილ ფორსბერგი (ბარსელონა), იესპერ კალრსონი (აზ ალკმაარი, ნიდერლანდები), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი, იტალია), სებასტიან ლარსონი (აიკი, შვედეთი), კრისტოფერ ოლსონი (კრასნოდარი, რუსეთი), კენ სემა (უოტფორდი, ინგლისი), მატიას სვანბერგი (ბოლონია, იტალია)

თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი, იტალია), ალექსანდერ ისაკი (რეალ სოსიედადი, ესპანეთი), რობინ კუაისონი (მაინცი, გერმანია)

 

“კოსოვოსაც და საქართველოსაც ბევრი კარგი და ტექნიკურად გამოცდილი მოთამაშეები ჰყავთ”, – განაცხადა ანდერსონმა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა ასევე “მილანის” 39 წლის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც ბოლოს ბელგიის წინააღმდეგ ევრო-2016-ის ჯგუფურ ეტაპზე გამართულ შეხვედრაში ითამაშა.

 

წყარო – svenskfotboll.se

 

 

 

 

 

 

დუდა სანაძე გუნდს ადრიატიკის ლიგაზე მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა (ვიდეო)