კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჰოლანდმა ახსნა, თუ რატომ უთხრა უარი “მანჩესტერ იუნაიტედს” და “დორტმუნდში” გადავიდა

Ради трансфера Эрлинга Холанда «Барселона» готова продать 6 игроков

Image source: Bundesliga

 

დორტმუნდის “ბორუსიის” ახალწვეულმა, ერლინგ ჰოლანდმა ახსნა, თუ რატომ უთხრა უარი “მანჩესტერ იუნაიტედს” და მთელ რიგ სხვა გუნდებს, რომლებსაც მისი გადაბირება სურდათ

“დორტმუნდში მითხრეს, იქ მათ ვჭირდები. მითხრეს, რომ ჩემი თამაშის სტილს აფასებენ და უნდათ, რომ მათ გუნდში გადავიდე. მე მომეწონა მათი საუბრის მანერა და მიდგომა ჩემთან. მათი შემოთავაზება ყველაზე მიმზიდველი იყო ჩემთვის.

სხვა კლუბებთანაც მქონდა მოლაპარაკებები, დიდ გუნდებთან, მაგრამ ვერცერთმა ვერ დამითანხმა ისე, როგორც ეს “დორტმუნდმა” გააკეთა”, – ჰოლანდის სიტყვებს Daily Mirror-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდი “დორტმუნდში” “ზალცბურგიდან” გადავიდა. ავსტრიულ კლუბში მან 28 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

წყარო – Daily Mirror

ირმა ხეცურიანი: “მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის…”