Image source: sumokyokai ტვიტერის გვერდი
ნოემბრის ბაშოს მეთორმეტე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე ჰოკუტოფუჯი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 8 მოგება – 4 წაგება. ქართველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯისთან ბრძოლაში იორიკირით დამარცხდა. მეთორმეტე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 6 მოგება და 6 წაგება.
November 2020 – Day 12 – Tochinoshin vs Hokutofuji@tochinoshin#Kiribayama@hokutofujidaiki @sumokyokai pic.twitter.com/VT7yj71GZK
— Edmon Gevorgian (@MondeEdmon) November 19, 2020
ხვალინდელ ბრძოლაში მე-7 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ლევანის მეტოქე მესამე მაეგაშირა ოკინუმი იქნება, რომელის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 5 მოგება და 7 წაგება.
ვიდეობი
ფოტოები