კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჰაცუ ბაშო: ტოჩინოშინის მოუგებელი სერია დღეს დასრულდა (ვიდეო)

ტოჩინოშინის მე-4 გამარჯვება

Image source: Getty Images

 

იანვრის ბაშოს მეცამეტე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარმატებელი აღმოჩნდა.

მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე კოტოეკო იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 6 მოგება – 7 წაგება. ქართველი მაეგაშირა კოტოეკოსთან ბრძოლაში იორიკირით გაიმარჯვა.

მეცამეტე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 4 მოგება და 9 წაგება.

ხვალინდელ ბრძოლაში მე-4 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ლევანის მეტოქე მე-16 მაეგაშირა აკისეიამა იქნება.

 

 

წყარო – sumo.or.jp

 

 

 

 

 

“თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე მთავარი მწვრთნელისა და ახალწვეულების პრეზენტაცია შედგა (ფოტო)