კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჰაალანდი თუ მბაპე? – რონალდომ არჩევანი გააკეთა

რონალდომ თავის არჩევანი გააკეთა

Image source: Getty Images

 

“რეალის” ყოფილ ფორვარდს რონალდოს არჩევანის გაკეთება სთხოვეს “პსჟს” ლიდერს კილიან მბაპესა და დორტმუნდის “ბორუსიის” ფორვარდს ერლინგ ჰაალანდს შორის.

“პირადად მე მბაპესთან ხელშეკრულებას გავაფორმებდი, იმიტომ რომ ის უფრო მე მგავს. ჰაალანდი – საუკეთესო ფეხბურთელია, ძალიან ახალგაზრდაა, ბევრი გოლების გამტანი, რითაც ტოპ კლუბებში დიდ ინტერესს იწვევს. მაგრამ “რეალს” უკვე ჰყავს ასეთი თავდამსხმელი როგორიცაა ბენზემა, რომელიც ხშირად იტანს” , – განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ ჰაალანდი “ბორუსიაში” 2020 წლის იანვარში გადავიდა და ჩატარებული 61 მატჩში 62 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო “პსჟს” შემტევს მბაპეს 2017 წლიდან მოყოლებული ჩატარებულ 173 შეხვედრაში 133 გოლი აქვს გატანილი.

 

 

 

 

წყარო – as.com

 

 

რუსეთში საქართველოს თავისუფალი სტილით ახალგაზრდა მოჭიდავეთა ნაკრების 9 სპორტსმენი იასპარეზებს