კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გზა ტოკიოსკენ. თბილისის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. ქართველი მოჭიდავეების შედეგები

Image source: GeoWrestlingOfficial

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა გივი კარტოზიას და ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ჭიდაობის ტურნირი. ტურნირში 10-10 წონით კატეგორიაში 18 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

მედლები გათამაშდა თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯამში 28 მედალი: 7 ოქრო, 6 ვერცხლი და 15 ბრინჯაო დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპორტსმენები 14-22 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში გასამართი კონტინენტის პირველობაისთვის ემზადებიან, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები გათამაშდება.

თბილისის ტურნირზე ქართველი მოჭიდავეების შედეგი:

  • 28 მედალი
  • 7 ოქრო, 6 ვერცხლი, 15 ბრინჯაო

თავისუფალი ჭიდაობა

5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 11 ბრინჯაო

ჩემპიონები:

  • ოთარ გოგავა (57 კგ) – ოქრო
  • ბექა ლომთაძე (61 კგ) – ოქრო
  • გიორგი სულავა (74 კგ) – ოქრო
  • ზურაბ ერბოწონაშვილი (79 კგ) – ოქრო
  • გენო პეტრიაშვილი (125 კგ) – ოქრო

ვერცხლის პრიზიორები:

  • თემურ ბერუაშვილი (74 კგ) – ვერცხლი
  • კონსტანტინე ხაბალაშვილი (70 კგ) – ვერცხლი
  • ირაკლი მწითური (92 კგ) – ვერცხლი
  • მამუკა კორძაია (97 კგ) – ვერცხლი
  • ალექსი ჟორჟოლიანი (125 კგ) – ვერცხლი

მესამე საპრიზო ადგილები:

  • რამაზ თურმანიძე (57 კგ) – ბრინჯაო
  • მიხეილ ბერძნიშვილი (61 კგ) – ბრინჯაო
  • ცოტნე აბალაკი (65 კგ) – ბრინჯაო
  • მირზა სხულუხია (70 კგ) – ბრინჯაო
  • ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) – ბრინჯაო
  • ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) – ბრინჯაო
  • სანდრო ამინაშვილი (86 კგ) – ბრინჯაო
  • დავით ფირუზაშვილი (86 კგ) – ბრინჯაო
  • ბექა ნადაშვილი (92 კგ) – ბრინჯაო
  • გივი მაჭარაშვილი (97 კგ) – ბრინჯაო
  • გიორგი შამათავა (125 კგ) – ბრინჯაო

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები:

2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო

ჩემპიონები

  • აივენგო რიკაძე (82 კგ) – ოქრო
  • ლევან არაბული (130 კგ) – ოქრო

ვერცხლის პრიზიორი

  • შალვა ხაჩიძე (87 კგ) – ვერცხლი

ბრინჯაო:

  • გიორგი ხუჭუა (72 კგ) – ბრინჯაო
  • ნიკა საბანაშვილი (67 კგ) – ბრინჯაო
  • ალექსი ლოდია (97 კგ) – ბრინჯაო
  • სულხან ბუიძე (130 კგ) – ბრინჯაო

წყარო – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

ეკატერინე წივწივაძემ Jr.NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატიში ასპარეზობა 1/4-ფინალურ ეტაპზე დაასრულა