კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გზა ტოკიოსკენ. სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

 

ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

26 წლის სპორტსმენი საქართველოს ოლიმპიადაზე მეორედ წარადგენს. ამ ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ერთი სალიცენზიო ტურნირი (20-22 მარტი.ბუდაპეშტის მსოფლიო თასი) დარჩენილია, სანდრომ ტოკიო 2020-ში ასპარეზების უფლება გაინაღდა. ვაჟთა შორის შეჯიბრი პირად პირველობაში ხმლით ფარიკაობაში, 25 ივლისს, ტოკიოს საგამოფენო ცენტრ Makuhari Messe-ში ჩატარდება”.- აცხადებს ფედერაციის ოფიცილური გვერდი.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ოლიმპიადაზე ბაზაძემ ფარიკაობის შეჯიბრის მერვედფინალამდე მიაღწია.

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

ელგუჯა ლობჯანიძემ ახალი სეზონი გამარჯვების გოლით დაიწყო!