კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გზა ტოკიოსკენ. საქართველოს ძალოსანთა ნაკრები თურქეთში ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე გაემგზავრა

Image source: Georgian Weightlifting Federation

 

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები თურქეთში, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე გაემგზავრა.

სალიცენზიო ტურნირზე ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე და რევაზ დავითაძე იასპარეზებენ. გუნდთან ერთად იქნება ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე. ძალოსნები თურქეთში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძისა და მწვრთნელის, ავთო გახოკიძის ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ. ნაკრებს თან ახლავს გუნდის ექიმი გიორგი ჭინჭარაული.

წყარო – საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. რომელ საფეხბურთო მატჩებს ვუყუროთ დღეს?