კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გვილიამ გოლი გაიტანა და პოლონეთის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

გვილიას მორიგი გოლი

Image source: Ekstraklasa.org

 

ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონი გახდა და გოლიც გაიტანა. 35-ე ტურში ქართველი ფეხბურთელის „ლეგიამ“ „კრაკოვია“ 2:0 დაამარცხა, ჩვენებურმა კი 75-ე წუთზე შეძლო მეტოქის კარის აღება.

გვილიამ მიმდინარე სეზონში 11-ედ მოახერხა გოლის გატანა, მათ შორის მერვედ პოლონეთის ჩემპიონატში.

„ლეგიამ“ კი ამ გამარჯვებით ჩემპიონის ტიტული გაინაღდა, ისტორიაში მე-14 ჩემპიონობაა. გვილიამ კი ამ ჯილდოს მოპოვება კარიერაში პირველად შეძლო.

2019-2020 წლების სეზონში ვაკო გვილიამ 49 თამაშში 11 გოლი და 9 საგოლე პასი ჩაიწერა ანგარიშზე.

 

 

 

წყარო – Ekstraklasa

 

“ლივერპულმა” პრემიერლიგაში “ენფილდზე” პირველად ვერ მოიგო (ვიდეო)