კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გვარდიოლას “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტი” დეკადის საუკეთესო გუნდთა სამეულში მოხვდნენ

Image source: Sports

 

წამყვანმა გამოცემა FourFourTwo დეკადის საუკეთესო გუნდების თავისი რეიტინგი გამოაცხადა.

საუკეთესო სამეულში შევიდა პეპ გვეარდიოლას ორი გუნდი: “ბარსელონა” (1-ლი ადგილი), რომელსაც ის 2008-დან 2012 წლამდე  თავკაცობდა და “მანჩესტერ სიტი“, (მე-3 ადგილი) რომლის მთავარი მწვრთნელიც 2016 წლიდან გახლავთ.

მე-2 ადგილზე კი დასახელდა ესპანეთის ნაკრები, რომელსაც ვისენტე დელ ბოსკე წვრთნიდა და რომელმაც 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2012 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა.

ტოპ-5-ში მოხვდნენ ასევე “ლესტერი” (მე-4 ადგილი), რომელმაც 2016 წელს კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგო და “ბაიერნი“, რომელმაც 2011/12 წლებში იუპ ჰაინკესის დროს ოქროს ჰეტ-ტრიკი მოახდინა.

მთლიანი რეიტინგი – ტოპ-25 შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე – FourFourTwo.

ერთგულება ამას ჰქვია. გურამ კაშია დეკადის რეკორდსმენი გახდა