კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გვარდიოლამ ზიდანს აჯობა – “რეალი” მძიმე ვითარებაში ჩავარდა (ვიდეო)

Image source: Champions League

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და გულშემატკივარმა საინტერესო თამაში იხილა.

მთლიანობაში ინგლისელები უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვეს, რითაც ზინედინ ზიდანის გუნდი რთულ ვითარებაში ჩააგდეს.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ კი ანგარიში ესპანელებმა გახსნეს. ვინისიუსის აქტიურობით ისკო ხელსაყრელ პოზიციაში დარჩა და ზუსტად დაარტყა. თუმცა, „რეალის“ სიხარული ხანმოკლე გამოდგა.

მატჩის მიწურულს ხუთწუთიან ინტერვალში სტუმრებმა ორჯერ გაიტანეს. ჯერ გაბრიელ ჟესუსმა იხეირა, შემდეგ კი გამარჯვების გოლი კევინ დე ბრუინმა პენალტით გაიტანა – 1:2.

ამის შემდეგ მასპინძლებს სერხიო რამოსიც გაუძევეს და საპასუხო დაპირისპირების წინ „რეალი“ მძიმე ვითარებაში ჩავარდა. პეპ გვარდიოლამ კი ზინედინ ზიდანს პირველი დუელი მოუგო.

„რეალი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:2

გოლები: 1:0 ისკო (60), 1:1 გაბრიელ ჟესუსი (78), 1:2 დე ბრუინი (83, პენ)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

წყარო – Uefa.com

 

სენსაცია საფრანგეთში – “იუვენტუსი” “ლიონმა” დაამარცხა (ვიდეო)