საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანმა, გურამ კაშიამ შესაძლოა კარიერა ყაზახეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.
ჟურნალისტმა აიდინ კოჟახმეტმა Meta-ratings.kz პორტალში განაცხადა, რომ ყაზახურ „ასტანას“ MLS-ის “სან ხოსეს” ყოფილი მცველის კანდიდატურა შესთავაზეს.
“33 წლის ქართველი ნიდერლანდურ საფეხბურთო კლუბ „ვირესის“ ლეგენდაა, რომლის შემადგენლობაშიც ქვეყნის ჩემპიონატში 8 წლის განმავლობაში 244 მატჩი ჩაატაა.
2018 წელს კაშია MLS-ში გადავიდა და „სან ხოსე ერთქუეიკსთან“ კონტრაქტი გააფორმა. თუმცა კაშიამ ამერიკაში მოიწყინა და ევროპულ ფეხბურთში დაბურნება მოისურვა. „ასტანა“ დაინტერესდა გამოცდილი ფეხბურთელის გადაბირების შესაძლებლობით“, – წერს ინსაიდერი.
ვიდეობი
ფოტოები