კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გურამ კაშია ვაისს დაემშვიდობა: “იყო მომენტები, რომელიც ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება”

კაშია ვაისს დაემშვიდობა

Image source: Guram Kashia Instagram

 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია ვლადიმირ ვაისს სოციალური ქსელში გამოქვეყნებული წერილით დაემშვიდობა და მას მადლობა გადაუხადა ერთად გატარებული წლებისთვის.

“მადლობა ერთად გატარებული ბოლო 5 წლისთვის, მადლობა ჩემს მიმართ გამოვლენილი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოცნება ვერ ავისრულეთ. ამაზე მეც ვგრძნობ და ვიღებ პასუხისმგებლობას. თუმცა, გვქონდა შესანიშნავი მომენტებიც, რომლებიც მე სამუდამოდ დამრჩება მეხსიერებაში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ წარმატებებს!” – წერს კაშია.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში 2016-2020 წლებში მუშაობდა და გუნდი 47 მატჩში გაწვრთნა.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Guram Kashia (@37gk)

წყარო – Instagram

 

გურამ კაშია: “ამ სამმა თამაშმა მხოლოდ ტკივილი და იმედგაცრუება მოგვიტანა”