კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გურამ კაშია: “”საქართველოს ჩემპიონატში დონე ცოტა დაბალია, „ლოკომოტივში“ ბევრი ნიჭიერი გუნდელი მყავს”

გურამ კაშია ინტერვიუ პირველის არხის გადაცემაში

Image source: nakrebi.ge

 

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და თბილისის „ლოკომოტივის“ ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ საქართველოს ჩემპიონატზე ილაპარაკა.

გურამის აზრით, ეროვნული ლიგის დონის აწევა ფეხბურთელებზეცაა დამოკიდებული.

“საქართველოს ჩემპიონატში დონე ცოტა დაბალია, მაგრამ საშუალო ევროპული დონის ჩემპიონატებთან შედარებით არც ისეთი დიდი სხვაობაა. მთავარი ფიზიკური მომზადებაა, ეს კი თითოეულ მოთამაშეზეა დამოკიდებული, რადგან გუნდში 1,5-საათიანი ვარჯიში ინდივიდუალურად ვერ მოგამზადებს. თუ გვინდა ნაკრებში თამაში, მოვინდომებთ და სწორად ვივარჯიშებთ, ჩემპიონატის დონის აწევა შეიძლება.

„ლოკომოტივში“ ბევრი ნიჭიერი გუნდელი მყავს, მაგრამ უნდა მოუმატონ. ბიჭებთან ვილაპარაკე, რომ ნაკრებში მოხვედრის შანსი საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებსაც აქვთ. მთავარია, საამისო ამბიცია“, – განაცხადა გურამ კაშიამ.

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების პირველი ოქროს მედალი მოსკოვიდან