კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გურამ კაშია: “საბოლოო ჯამში, ძალიან რთული შეკრება გამოგვივიდა”

გურამ კაშიას მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონში ბოლო მატჩი ჩაატარა და თბილისში, ესტონეთის ნაკრებს დაუზავდა 0:0. ამ შეხვედრის შემდეგ გურამ კაშიამ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა და საინტერესოდ ისაუბრა.

“საბოლოო ჯამში, ძალიან რთული შეკრება გამოგვივიდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რაც დასახული გვქონდა და რისთვისაც ორი წელი ვითამაშეთ და ვიბრძოლეთ. სამწუხაროა, რომ ვერ გავედით. გულდაწყვეტილები ვართ ფეხბურთელები, იმედგაცრუებულები. მაქსიმუმი გავაკეთეთ მაგრამ არ იყო საკმარისი. პირველი თამაშის შემდეგ, ალბათ რთული იყო ფსიქოლოგიურად შემდეგი თამაშისთვის მომზადება, იმიტომ რომ დიდი თამაში იყო თითოეული ფეხბურთელისთვის, ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვირთულა შემდეგ შეხვედრებზე თამაში.

დღევანდელ თამაშში მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ, სამწუხაროდ, გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ საერთო ჯამში, უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. რამდენიმე მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ, რაც სამწუხაროა. უნდა მოგვეგო აუცილებლად ეს თამაში, მაგრამ არ გამოგვივიდა”, – განაცხადა კაშიამ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონში ჯგუფში 7 ქულა მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო B დივიზიონში სომხეთის ნაკრები გადავიდა, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა და პირველი ადგილი ერგო.

 

 

წყარო – gff.ge

 

 

 

 

უგოლო ფრე ესტონეთთან და მესამე ადგილი ჯგუფში