კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გურამ კაშია: “რაც მწვრთნელს სურდა ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთეთ”

გურამ კაშიას მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: Georgian Football Federation‎ ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ შვედეთთან მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ ნაჩვენები შედეგით ბედნიერია.

“პირველ რიგში, მსურს დებიუტანტებს მივულოცო ეროვნულ ნაკრებში გამართული პირველი შეხვედრა. ვთვლი, რომ მათ ძალიან კარგად ითამაშეს. გუნდში ახალი ენერგიაა და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მინიმუმ ქულა უნდა აგვეღო, ამისთვის საკმარისი მომენტები გვქონდა. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, რაც მწვრთნელს სურდა და ამ ორ დღეში შევისწავლეთ, ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთეთ. კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ნაჩვენები შედეგით ბედნიერი არ ვარ”, – განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 მარტს, თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

 

სანიოლი: “ჩემი ფეხბურთელებით ამაყი ვარ, მათ ყველაფერი გააკეთეს”