კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გურამ კაშია: “ამ სამმა თამაშმა მხოლოდ ტკივილი და იმედგაცრუება მოგვიტანა”

კაშიას პოსტი

Image source: Guram Kashia Instagram

 

საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ ინსტაგრამში დაწერა, რომ ბოლო სამმა თამაშმა მხოლოდ ტკივილი და იმედგაცრუება მოუტანთ. ქართველმა ფეხბურთელმა პოსტი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

“ეს ძალზედ რთული მომენტია პირადად ჩემთვის, ისევე როგორც მთელი გუნდისთვის. ჩვენ დიდი იმედით ვიყავით, თუმცა, ბოლო სამმა თამაშმა ჩვენ მხოლოდ ტკივილი და იმედგაცრუება მოგვიტანა. ვწუხვარ,რომ ვერ შევძელით გულშემატკივრების ოცნების რეალობად ქცევა. ყველაფერი რაც ჩვენ ბოლო წლებში შევქმენით, ორ მატჩში დავკარგეთ. ასეთია ფეხბურთი – ყველაფერი წამებში იცვლება. დღევანდელი ტკივილი, ხვალ უკვე ახალმა იმედმა შეიძლება ჩაანაცვლოს. მე კი ნამდვილად მჯერა წარმატებული მომავლის. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, რომელთაც ამ პერიოდში დიდი მხარდაჭერა და საოცარი გვერდში დგომა გვაჩვენეს” – დაწერა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნოემბერში ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სომხეთთან წააგო, ხოლო ესტონეთთან ფრე ითამაშა.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Guram Kashia (@37gk)

 

წყარო – Instagram

 

ცნობილია საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უელსთან