კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გურამ გიორბელიძე: “ცოტათი, რომ გაგვმართლებოდა ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო”

გურამ გიორბელიძის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: Getty Images

 

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამართული სადებიუტო მატჩის შესახებ კომენტარი გურამ გიორბელიძემ გააკეთა და განაცხადა, რომ მოხარულია ეროვნულ გუნდში მისი დებიუტით.

“მოხარული ვარ, რომ ეროვნულ გუნდში ჩემი დებიუტი შედგა. რაც შეეხება თამაშს, ბოლომდე ვიბრძოლეთ და სამწუხაროა, რომ ქულაც ვერ ავიღეთ. ვფიქრობ, ცოტათი, რომ გაგვმართლებოდა ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო.

შემდეგ მატჩში ძალიან რთული მეტოქე გვყავს, შევეცდებით, რომ ძალები სწრაფად აღვიგინოთ და წარმატებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯოთ”, – აცხადებს გიორბელიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 მარტს, თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

 

გურამ კაშია: “რაც მწვრთნელს სურდა ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთეთ”