კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გურამ გიორბელიძე გორის “დილას” ემოციურად დაემშვიდობა (ვიდეო)

გიორბელიძე გორელ გულშემატკივარს დაემშვიდობა

Image source: fcdila.ge

 

6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გორის „დილას“ მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგის ბინადარ „ვოლფსბერგერში“ გააგრძელებს. გიორბელიძე კლუბსა და გორელ გულშემატკივარს ემოციურად დაემშვიდობა – სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

“მეგობრებო, მანამ სანამ დამშვიდობების ნაწილზე გადავალ მინდა გამოვხატო მადლიერება, მადლიერება პირველ რიგში ,,დილაში” მყოფი ყველა ფეხბურთელის მიმართ, რომლის გვერდითაც მომიწია თამაში და რომელთა გუნდურმა თამაშმაც ჩემი ეს წარმატება განაპირობა. მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა “დილაში” მყოფი ხელმძღვანელობისა და პერსონალის მიმართ, რომელიც ყოველდღიურად გვერდით მედგა და ყველანაირად მიწყობდა ხელს განვითარებაში. ამრიგად ერთ დიდ ოჯახს, გორის “დილას” მინდა გადავუხადო მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ დროის განმავლობაში ერთად გამოვიარეთ, ჩვენ ერთად ვლახავდით ყველა სირთულეს და ერთად ვზეიმობდით ყველა წარმატებას, მინდა იცოდეთ რომ მე მომავალშიც ვრჩები იმ ადამიანად რომელსაც გაუხარდება ამ გუნდის წარმატება და წინსვლა.

ცალკე მინდა გამოვყო გულშემატკივარი, რომლისგანაც კლუბში მოსვლის დღიდან ვგრძნობ უზარმაზარ პატივისცემას და უდიდეს სითბოს, თქვენ მაძლევდით მოტივაციას წარმატებისთვის საბრძოლველად და მინდა თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა ყოველი შეძახილისა და ემოციისთვის”, – წერს გურამი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

გური ავსტირულ “ვოლსბერგერს” პირველი აგვისტოდან შეუერთდება. გიორბელიძის კარიერაში „ვოლფსბერგერი“ პირველი უცხოური კლუბი იქნება. ავსტრიული გუნდი მომდევნო სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

 

წყარო – fcdila.ge

 

 

 

ოფიციალურად: მაკედონიის სუპერლიგის კლუბ “პრილეპში” 4 ქართველი იასპარეზებს