კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ელგუჯა გრიგალაშვილმა უზბეკეთის ჩემპიონატში ჰეტ-ტრიკი შეასრულა (ვიდეო)

უზბეკეთის სუპერლიგის მე-4 ტურში ელგუჯა გრიგალაშვილისკიზილკუმი” ჯიზაკის “სოგდიანას” დაუპირისპირდა და ანგარიშით 3-1 დაამარცხა.

შეხვედრის მთავარი გმირი ქართველი ლეგიონერი, ელგუჯა გრიგალაშვილი აღმოჩნდა. მატჩის პირველი ტაიმი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარის დაწყებისთანავე ქართველმა ნახევარმცველმა გოლების გატანა დაიწყო. გრიგალაშვილმა მეტოქის კარი სამჯერ აიღო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

“სოგდიანას” მხრიდან პრესტიჟის გოლი მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე  სარდორბეკ აზიმოვმა გაიტანა.