კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გორის “დილის” ყოფილი ფეხბურთელი ელგუჯა ლობჯანიძის გუნდს შეუერთდება

Image source: Sports.kz

 

გორის “დილის” ყოფილი ფეხბურთელი, ელვინ ფორტესი ყაზახურ საფეხბურთო კლუბ “კაისარს” შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში 2020 წლიდან ითამაშებს ასევე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ელგუჯა ლობჯანიძე, რომელიც “ტარაზის” ფეხბურთელი იყო.

25 წლის ვინგერი ქართულ კლუბს 2018 წელს შეუერთდა და ეროვნული ლიგის განვლილ სეზონში “დილის” ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2019 წელს საქართველოში მან 35 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. კაბო ვერდეს ეროვნულ ნაკრებში კი 1 მატჩი აქვს ჩატარებული.

Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 300 ათას ევროდ აფასებს.

წყარო – Sports.kz

 

ტოპ-10 საუკეთესო მატჩი ბოლო ათწლეულში