კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გორის “დილას” 2019 წელი ციფრებში – გუნდური და ინდივიდუალური სტატისტიკა

Image source: FC Dila Gori ფეისბუკ გვერდი

 

დილამეროვნული ლიგის 2019 წლის  სეზონი 30 ნოემბერს, “რუსთავთან” ფრით (2:2) დაასრულა. კლუბის ოფიციალურმა საიტმა სხვადასხვა კომპონენტეიბსა და სტატისტიკური მონაცემების დაჯამებით გასულ სეზონი შეაჯამა.

 

სატურნირო სტატისტიკა:

დილამეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშება 43 – ქულით მე-7 ადგილზე დაასრულა, 36 მატჩიდან 11-ში გამარჯვება მოიპოვა, 10 ფრედ ითამაშა და 15-ჯერ დამარცხდა.

 

გუნდური სტატისტიკა:

გუნდმა სეზონის მანძილზე 40 გოლი გაიტანა ( აქედან 3 პენალტით ) საკუთარ კარში კი 44 მიიღო. ჩვენმა მოთამაშეებმა სეზონში კარის მიმართულებით 298–ჯერ დაარტყეს, საიდანც კარის ჩარჩოში 85 დარტყმა წავიდა, რაც პროცენტულად 28,5% სიზუსტეს შეადგენს. ფეხბურთელებმა გააკეთეს 6875 გადაცემა, საიდანაც ზუსტი 5627 გადაცემა გახლდათ, ისინი საშუალოდ მატჩში 191 გადაცემას აკეთებდნენ. გუნდმა სეზონში 12 მშრალი მატჩი ითამაშა. ჩვენმა მოთამაშეებმა, სეზონის განმავლობაში 70 ყვითელი და 4 წითელი ბარათი მიიღეს.

 

ინდივიდაულური სტატისტიკა:

გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ალვინ ფორტესია, რომელმაც გუნდში ყველაზე მეტი, 34 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, რაც კლუბში საუკეთესო შედეგია. ფორტესი საუკეთესოა საგოლე გადაცემების კომპონენტშიც, მის ანგარიშზე 8 საგოლე გადაცემაა.

 

სარეკორდო მატჩები ეროვნულ ლიგაში:

2019 წლის სეზონში გუნდის კაპიტანმა, ლუკა რაზმაძემ ეროვნული ლიგაში ჩატარებული მატჩების 445-მატჩიანი ზღვარი გადალახა, რითაც ლიგის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა.

 

წყარო – fcdila.ge

 

2020 წელს პროექტის ფარგლებში ისანში ძალოსნობის დარბაზის გახსნა იგეგმება