კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გორის “დილამ” ახალი ტრანსფერების შესახებ გამოაცხადა

Image source: FC Dila Gori

 

გორის “დილა” საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე გაძლიერებას აგრძელებს. საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურისცნობით გუნდმა კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა.

23 წლის მცველი ანდრო ნემსაძე კარიერას “დილაში” გააგრძელებს. ანდრომ ახალ კლუბთან 2 წლიანი  ხელშეკრულება გააფორმა. ის თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია, საიდანაც კარიერა ბოლნისის “სიონში”  გააგრძელა. შემდეგ მის კარიერაში იყო საფეხბურთო კლუბი  “ცხინავლი”,გაგრა” და ბოლოს თბილის “ვიტ-ჯორჯია”.

მეორე შენაძენი გახლავთ 28 წლის ფორვარდი თორნიკე კაპანაძე, რომელმაც კლუბთან ასევე 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თორნიკეს ბოლო კლუბი თბილისის “დინამო” იყო მანამდე კი ქუთაისის “ტორპედოში“, “ზესტაფონში“, “სამტრედიასა” და წყალტუბოს “სამგურალში” უთამაშია.

წყარო – fcdila.ge

“დინამო ბათუმმა” ტესტ მატჩში “ლოკომოტივი” დაამარცხა