კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გორან პანდევი: “ამ თამაშით ვცხოვრობთ”

პანდევის კომენტარი

Image source: gol.mk

 

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კაპიტანმა გორან პანდევმა საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ შეხვედრით ცხოვრობს.

„დიდი ხანია ერთად ვართ, ამ მატჩით ვცხოვრობ და მჯერა, რომ  ბედნიერები ვიქნებით. მხოლოდ მე არ მეკუთვნის აქ ყოფნა, აქ ყველა მსახურებს ყოფნას. ვწუხვარ, რომ რისტევსკი, ბარდი და ველკოსკი არ არიან, მაგრამ ჩვენ მათთვისაც ვითამაშებთ.

ხვალინდელი თამაში შეედრება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ან „კამპ ნოუზე“ თამაშს. უნდა ვაღიარო, რომ კოსოვოსთან მატჩის შემდეგ აღარ მძინავს. ვიცით, რა მოგვიტანს ხვალ გამარჯვებას. ტაქტიკურად კარგად უნდა ვითამაშოთ და მომთმენნი უნდა ვიყოთ. ჩემში ემოციები არის, მაგრამ ყოველდღიურად ახალგაზრდებს ვესაუბრები, განსაკუთრებით კოსოვოსთან მატჩის შემდეგ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და კონცენტრაცია.

ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მაკედონიაში დიდი სიურპრიზი მოვამზადეთ თუ ხვალ გამარჯვებას მოვახერხებთ. მაგრამ ახლა ვერ ვიტყვით ეს რა არის. ჯერ საქმე უნდა დავასრულოთ და შემდეგ სიურპრიზი იქნება“ – თქვა პანდევმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო – Gol.mk

 

ნიკა კვეკვესკირი: “რთულია, როდესაც თანაგუნდელის აცრემლებულ თვალებს უყურებ”