კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“გოლდენ გორმა” ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

Image source: Georgian Judo Federation

 

ძიუდოს ქართული კლუბი “გოლდენ გორი” ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მადალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებმა ფრანგულ “ეტუალს3:2 მოუგეს.

ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ალექსანდრ მარიასი იპონით დაამარცხა.

ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ძირითადი დრო ფრედ დაასრულა, “ოქროს დროში” კი პიერ დუპრანთან დამარცხდა.

ლუკა მაისურაძემ (81 კგ) ბაპტისტ პიერი დაამარცხა.

ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) მაქსიმ ამინოსთან ბრძოლა იპონით მოიგო.

მძიმე წონაში გელა ზაალიშვილმა სირილ მარესთან წააგო.

ამგვარად საბოლოო ანგარიში “გოლდენ გორის” სასარგებლოდ 3:2 გახდა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ქართული კლუბი “გოლდენ გორი” გასულ წლეს დაარსდა და პირველივე შეჯიბრში ევროპის ლიგის გამარჯვებული გახდა.

 

წყარო – ijf.org, Georgian Judo Federation 

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მილუოკი ბაქსთან” დამარცხდა (ვიდეო)