კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი. “გოლდენ გორი” ჩემპიონთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

Image source: ijf.org

 

ძიუდოს ქართული კლუბი “გოლდენ გორი” პორტუგალიის ქალაქ ოდიველაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე პირველ დღეს ასპარეზობა მარცხით დაიწყო.

პირველი ოპონენტის რანგში ლიგაში დებიუტანტ ქართველებს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ლისაბონის “სპორტინგი” შეხვდა

66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი პორტუგალიური კლუბის მონღოლ ლეგიონერ განბოლდთან დამარცხდა.

73კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა პორტუგალიელ ჟოაო ფერნანდოს ვაზარი აუღო და გამარჯვებამდე იბრძოლა.

81 კგ კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ პორტუგალიელ ჟოაო მარტინოსთან წააგო.

90 კგ კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილს სპორტინგს” ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაუპირისპირდა და “გოლდენ გორის” თანამემამულეს მოუგო. ამის შემდეგ გუნდურ დაპირისპირებაში ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ 1:3 გახდა და დაპირისპირების ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა გელა ზაალიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონ ჟორჟე ფონსეკას შეებრძოლა და მოუგო კიდეც.

ამგვარად საბოლოო ანგარიში 2:3 გახდა. ახლა გორელები მესამე ადგილისთვის საბრძოლველად “რეპეშაჟში” ჩაერთვებიან.

წყარო – ijf.org

 

გზა ტოკიოსკენ. შოთიკო მიშველიძემ თურქეთში ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა