კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“გოლდენ გორი” ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე მიემგზავრება

Image source: ijf.org

 

ძიუდოს ქართული კლუბი “გოლდენ გორი” გასულ წლეს დაარსდა და პირველივე შეჯიბრში ევროპის ლიგის გამარჯვებული გახდა.

ამ ტრიუმფმა გორელებს ჩემპიონთა ლიგის საგზური გაუნაღდა და 16 ნოემბერს ქართველები სწორედ ამ შეჯიბრზე იჭიდავებენ. ჩემპიონთა ლიგას პორტუგალიის ქალაქი ოდიველა უმასპინძლებს. გუნდს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ნოდარ მეტრეველი უხელმძღვანელებს.

გოლდენ გორის” შემადგენლობა:

  • ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ)
  • ლაშა შავდათუაშვილი (73)
  • ლუკა მაისურაძე (81)
  • ბექა ღვინიაშვილი (90)
  • გელა ზაალიშვილი (+100)

აღვნიშნოთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 8 კლუბი იბრძოლებს. “გოლდენ გორის” გარდა ჩემპიონობისთვის იასპარეზებენ შემდეგი გუნდები:  ლისაბონის “სპორტინგი” (მოქმედი ჩემპიონი), “ეტუალი“, “ფლამ 91“, “ბუქარესტი“, “რედ სტარი“, “იავარა ნევა” და “ეკატერინბურგი“.

 

წყარო – 1tv.ge

 

ოფიციალურად: დავიდ ვილია საფეხბურთო კარიერას ასრულებს