კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გოგა ბითაძის ულამაზესი “Shot-block”-ი და “ინდიანას” მორიგი მარცხი (ვიდეო)

გოგა ბითაძე თამაში ფილადელფიასთან წაგებულ მატჩში

Image source: Getty Images

 

ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის  “ინდიანა პეისერსმა” NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი კონფერენციის ლიდერ “ფილადელფია სიკსერსთან” გამართა და 110:119 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი მხოლოდ 6 წუთით გამოჩნდა მოედანზე. გოგამ ამ დროშიც მან 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

ინდიანელთაგან საუკეთესო იყო მარკუს ბროგდონი 25 ქულით, ხოლო დომანტას საბონისმა 21 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

 

11 მოგებითა და 9 მარცხით “ინდიანა” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს კი 3 თებერვალს, შინ “მემფისთან” გამართავს.

წყარო – nba.com/pacers

 

 

 

 

 

ცნობილია ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა რუსეთთან – ნაკრებში 10 უკეპო მოთამაშეა (ფოტო)