კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გოგა ბითაძის “პეისერსმა” ინდიანაპოლისში “სიქსერსს” სძლია და პლეი-ოფში თამაშის უფლებაც მოიპოვა

გოგა ბითაძის გუნდმა პლეი-ოფში თავისი ადგილი გაინაღდა

Image source: getty images

 

NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გოგა ბითაძემ „ინდიანა პეისერსთან“ 69-ე მატჩში 33-ე გამარჯვება მოიპოვეს. „პეისერსის“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი „ფილადელფია სიქსერსი“ 9-ქულიანი სხვაობით 103:94 დაამარცხეს, რითაც საპლეიოფო გადათამაშებაში ადგილი გაინაღდეს.

გოგა ბითაძემ მოედანზე 17:30 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მოაგროვა. ინდიანელთა რიგებში ყველაზე მეტი ქულა კარის ლევერტმა ჩააგდო – 16 ქულა, 13 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა.

 

„ინდიანას“ რეგულარული ეტაპის დასრულებამდე 3 მატჩი დარჩა. მომდევნო მატჩს გოგას “ინდიანა” 14 მაისს, 03:00 საათზე „მილუოკი ბაკსის“ წინააღმდეგ გამართავს.

 

 

 

წყარო – nba.com/pacers

 

 

 

ნაცუ ბაშოს მეოთხე და წარუმატებელი საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის (ვიდეო)