კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსის” მორიგი გამარჯვება ამჯერად მემფისში (ვიდეო)

Image source: Getty Images

 

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” NBA-ში ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა.

ინდიანელები დასავლეთ კონფერენცის საპლეიოფო ზონაში მყოფ “მემფის გრიზლისს” ესტუმრნენ და 132:125 დაამარცხეს.

21 წლის გოგამ 18:21 წუთი ითამაშა, რა დროშიც 7 ქულა, 6 მოხსნა, 5 დაფარება და 1 პასი მიითვალა. ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სტუმართაგან 34 ქულით საუკეთესო იყო კარის ლევერტი, ხოლო დომანტას საბონისმა 18 ქულა, 15 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა.

25 მოგებითა და 27 მარცხით “პეისერსი” NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის. ბითაძის გუნდი 14 აპრილს, შინ “კლიპერსს” უმასპინძლებს.

 

 

 

წყარო – nba.com

 

 

 

 

 

 

ცნობილია ქალთა ლიგის 2021 წლის სეზონის დაწყების თარიღი