კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გოგა ბითაძის გუნდმა სტუმრად “ბულზი” დიდი სხვაობით დაამარცხა

გოგა ბითაძემ 7 წუთი ითამაშა ბულზსთან მოგებულ მატჩში

Image source: Getty Images

 

NBA-ს კლუბ “ინდიანა პეისერსში” მოთამაშე გოგა ბითაძემ “ჩიკაგო ბულზის” წინააღმდეგ ითამაშა. გოგას “პეისერსი” მე-19 მატჩში ჩიკაგოს გუნდს სტუმრად შეხვდა და 32-ქულიანი სხვაობით – 109:72 მოუგო.

ბითაძემ მოედანზე 6:44 წუთი გაატარა და 5 მოხსნა (2 შეტევაში, 3 დაცვაში), თითოჯერ დაჯარიმდა და დაკარგა ბურთი. მატჩში ყველაზე შედეგიანი თამაში აჩვენა გოგას ლიეტუველმა თანაგუნდელმა, დომანტას საბონისმა – 21 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა.

 

“ინდიანა პეისერსს” 19 მატჩის შემდეგ აღმოსავლეთ დივიზიონში 8 გამარჯვებით მე-13 ადგილზეა. “პეისერსი” მორიგ მატჩს შინ 25 ნოემბერს “ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან” ელის მატჩი.

 

 

 

 

 

 

წყარო – nba.com

 

ქართველი სუმოისტის წარმატებული ბრძოლა ნოემბრის ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს