კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გოგა ბითაძის ეფექტური თამაში და “ინდიანა პეისერსის” ზედიზედ მესამე მარცხი NBA-ში (ვიდეო)

გოგა ბითაძე

Image source: Getty Images

 

28 თებერვალს NBA-ის მორიგ შეხვედრაში გამართა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „ნიუ იორკ ნიქსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, 3 ქულის სხვაობით – 107:110 დამარცხდა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქართველმა კალათბურთელმაც ითამაშა. მწვრთნელმა მას 11 წუთი დაუთმო. ამ დროში ბითაძემ 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ ერთხელ დაკარგა ბურთი და მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა, მან 2-დან 2 ორქულიანი ისროლა, პერიმეტრიდან კი 2 მცდელობიდან ვერცერთი გამოიყენა, საჯარიმოს ხაზიდან მან ერთხელ ისროლა და ჩააგდო.

ერთ-ერთ გამორჩეულ მომენტში გოგამ ტაჯ გიბსონს ეფექტურად დაუფარა, შემდეგ კი შეტევაში თავის გუნდს 2 ქულა და ჯარიმა მოუპოვა და გმოიყენა კიდეც.

ამგვარად, „პეისერსი“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა. ბითაძის გუნდი 15 მოგებითა და 17 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას „ინდიანა“ 2 მარტს „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს.

წყარო – Indiana Pacers

ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძემ “გრან კანარია” დატოვა