კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გოგა ბითაძის 8 ქულა და “ინდიანა პეისერსის” რთული გამარჯვება ოვერტაიმში (ვიდეო)

გოგა ბითაძის ინდიანას გამარჯვება ოვერტაიმში

Image source: Getty Images

 

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” NBA-ში 3-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და მორიგ შეხვედრაში “სან ანტონიო სპურსი” სტუმრად 139:133 ოვერტაიმში დაამარცხა. გამარჯვებულის ვინაობა ოვერტაიმში გადაწყდა, რომელიც ინდიანელთა 6 ქულით მოიგეს.

ქართველმა ცენტრმა 14:37 წუთი მაქსიმალურად გამოიყენა – 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გოგამ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

“პეისერსის” რიგებში კარის ლევერტი იყო გამორჩეული, რომელმაც 26 ქულა და 9 პასი დააგროვა, ხოლო “სან ანტონიოში” კი საუკეთესო დემარ დეროზანი გახლდათ, რომლის ანგარიშზე 25 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი იყო.

გოგას გუნდი მორიგ მატჩში “ჩიკაგო ბულზს” საკუთარ კედლებში ხვალ საქართველოს დროით 03:00 საათზე უმასპინძლებს.

 

 

 

წყარო – nba.com

 

 

 

 

 

 

“საბურთალოს” ყოფილმა კაპიტნის ეფექტური სადებიუტო გოლი უნგრეთიდან (ვიდეო)