კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გოგა ბითაძემ NBA-ში უჩვეულოდ დიდი სათამაშო დრო მიიღო და “ინდიანა პეისერსს” მოგებაში დაეხმარა (ვიდეო)

Image source: Getty Images

 

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ სათამაშო დღეს ინდიანა პეისერსი სტუმრად “ჩიკაგო ბულსს” შეხვდა და დამაჯერებლად 105:116 მოუგო. (ვიდეო მიმოხილვა)

სტუმართა რიგებში ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ მისთვის უჩვეულოდ დიდი სათამაშო დრო მიიღო. მან პარკეტზე 14:34 წუთი გაატარა.

ეს განპირობებული იყო იმით, რომ “ინდიანელთა” ძირითადმა ცენტრმა, დომანტას საბონისმა მუხლის ტრავმა მიიღო. 20 წლის ქართველი კალათბურთელის მონაგარმა 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასით, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე “ბულსის” მცველი ზაკ ლავინი იყო, რომელმაც 43 ქულია დააგროვა.

გოგას გუნდს 39 მატჩის შემდეგ 24 მოგებაა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს “ინდიანა14 იანვარს, საკუთარ კედლებში “ფილადელფიას” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო – nba.com/pacers

გოგა ბითაძემ არასრულ სამ წუთში 2 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. “ინდიანამ” სტუმრად გაიმარჯვა