კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გოგა ბითაძემ მისთვის ყველაზე რთული მეტოქეები დაასახელა

გოგა ბითაძემ მისთვის ყველაზე რთული მეტოქეები დაასახელა

Image source: Getty Images

 

საქართველოს ნაკრების 21 წლის ცენტრმა, გოგა ბითაძემ “ტაიმაუტს“ ესტუმრა. გოგამ აღნიშნა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ შედის 3-წამიანში, ის სახელებს არ უყურებს და შესაბამისად, ცდილობს ყველას დაუფაროს. ლებრონ ჯეიმს მან უკვე მეორეჯერ დაუფარა.

ბითაძემ ასევე მისთვის ყველაზე რთული მეტოქეები დაასახელა.

„ჯოელ ემბიდთან თამაში არ მომიწია, მაგრამ ჩემი გუნდელები როგორც მეუბნებიან, ის არის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე სამწამიანში. ნიკოლა იოკიჩი ძალიან რთული გასაჩერებელია, რადგან მას დიდი ყურადღება ექცევა, დაცვაში თამაშის დროსაც მსაჯები ძირითადად მე მიყურებენ და შესაბამისად, ძალიან რთულია მისი უჯარიმოდ გაჩერება. სამწამიანში თამაშს დიდი ყურადღება აღარ ექცევა, პერიმეტრიდან უფრო რთული არის ცენტრის გაჩერება, მაგალითად კარლ-ენტონი თაუნსი, ის ძალიან ბევრ სამქულიანს ისვრის და როგორც პერიმეტრის მოთამაშე ისე თამაშობს.

საბონისთან თამაში უფრო რთულია, მაგრამ მე უკვე ვისწავლე მისი მინუსები, რადგან ყოველდღე ვუყურებ, სხვა მოთამაშეებს რომ ჰკითხოთ მასთან თამაში რთულია, მას ასეთი გენეტიკა აქვს და ფიზიკურად ძალიან ძლიერია.“

 

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

 

 

ევრო-2020-ის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები (ფოტო)