კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გოგა ბითაძემ “მაიამისთან” ითამაშა, “ინდიანამ” ოვერ-ტაიმში მოიგო

ბითაძის 2 ქულა მაიამისთან

Image source: Getty images

 

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ NBA-ში მორიგი მატჩი ჩაატარა და სტუმრად „მაიამი ჰიტი“ 109:106 დაამარცხა. შეხვედრის ბედი ოვერ-ტაიმში გადაწყდა, სადაც სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და გამარჯვებაც იზეიმეს.

ქართველმა კალათბურთელმა 9 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 2 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. გოგამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ერთხელ სამქულიანი ააცილა.

„ინდიანას“ 19 გამარჯვების საპირისპიროდ 22 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას 23 მარტს, „მილუოკის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

წყარო – nba.com

 

“იუვენტუსის” მორიგი სენსაციური მარცხი (ვიდეო)