კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გოგა ბითაძემ კარიერაში ყველაზე მაღალი ქულა “მინესოტა ტიმბერვულვზსთან” მოგებულ მატჩში დააგროვა (ვიდეო)

გოგა ბითაძის სუპერმატჩი მინესოტასთან მოგებულ მატჩში

Image source: Indiana Pacers ტვიტერის გვერდი

 

გოგა ბითაძემ NBA-ში პირადი რეკორდი დაამყარა.

“ინდიანა პეისერსის” ქართველმა ცენტრმა “მინესოტა ტიმბერვულვზს” 14 ქულა ჩაუგდო, ხოლო მისმა გუნდმა კი მეტოქე 141:137 ანგარიშით დაამარცხა.

21 წლის ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 25:24 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 5 პასი, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. მიმდინარე სეზონში გოგამ პირველად ითამაშა სასტარტოში, ხოლო კარიერაში კი – მესამედ.

 

“პეისერსს” სეზონში 23 მოგება -27 წაგების ბალანსი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. 10 აპრილს (03:00 საათზე თბილისის დროით) “პეისერსი” “ორლანდო მეჯიქს” ესტუმრება.

 

 

წყარო – nba.com

 

 

 

 

 

 

გოგა ბითაძის 6 პასი “ჩიკაგო ბულზთან” წაგებულ მატჩში (ვიდეო)