კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გოგა ბითაძემ „ინდიანა პეისერსში“ ნდობა დაკარგა? გუნდმა ქართველის დახმარების გარეშე მოიგო (ვიდეო)

Image source: Getty Images

 

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ NBA -ში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. ინდიანელები ატლანტაში სტუმრად „ჰოუქსს“ შეხვდნენ და 10 ქულიანი სხვაობით 110:100 მოუგეს.

პეისერსის20 წლის ქართველ ცენტრს თამაშისთვის სათანადო დრო ისევ არ ჰქონდა.  მან მეორე ნახევარში არასრული ერთი წუთი გაატარა პარკეტზე და ნულოვანი სტატისტიკა დააფიქსირა.

რეგულარულ ჩემპიონატში ბითაძის გუნდმა 26 მატჩის შემდეგ 17 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 16 დეკემბერს, „შარლოტ ჰორნეტსთან“ გამართავს.

 

წყარო – Pacers.com

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლები FIFA-ში (ვიდეო)