კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გოგა ბითაძემ დაახლოებით 24 წუთი ითამაშა, მაგრამ “პეისერსი” დამარცხდა (ვიდეო)

Image source: Getty Images

 

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის 70-ე მატჩში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მილუოკი ბაქსთან” 9-ქულიანი სხვაობით 133:142 დამარცხდა.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ იყო, მაგრამ 23:55 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ინდიანელთაგან 23 ქულით და 7 პასით საუკეთესო ტიჯეი მაკკონელი გახლდათ, ხოლო 26 ქულით კი ბომბარდირი ჯასტინ ჰოლიდეი გახდა.

33 მოგებითა და 37 მარცხით “პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს ხვალ, 21:00 საათზე დასავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზე მყოფ “ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან” გამართავს.

 

 

 

წყარო – nba.com

 

 

 

 

 

“ჩელსიმ” 2021/22 წლების სეზონის ახალი საშინაო ფორმა წარადგინა (ვიდეო)