კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გოგა ბითაძემ და “ინდიანა პეისერსმა” დაძაბულ ბრძოლაში “ორლანდო მეჯიქი” დაამარცხეს (ვიდეო)

goga bitadze

Image source: Getty Images

 

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” NBA-ის მორიგ მატჩში “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 111:106 დაამარცხა.

ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 14:52 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. (ვიდეო)

ინდიანელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი დომანტას საბონისი იყო, რომელმაც შეხვედრა 25 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა.

ამ გამარჯვების შემდეგ “პეისერსს15 მატჩში 9 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. ნეიტ მაკმილანის გუნდი მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს, საკუთარ არენაზე “მემფის გრიზლის” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო – gbf.ge

დუდა სანაძემ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა