კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გოგა ბითაძემ „ატლანტასთან“ მოგებულ მატჩში მხოლოდ 14 წუთი ითამაშა (ვიდეო)

გოგა ბითაძემ ინდიანასთან ერთად შინ გამარჯვება იზეიმა

Image source: Getty Images

 

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “ბანკერს ლაიფ ფილდჰაუსზე” “ატლანტა ჰოუკსს” უმასპინძლა და დამაჯერებელი 133:126 გამარჯვება იზეიმა.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ იყო. ის მოედანზე მხოლოდ 14:28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი, 2 ფოლი და 1 დაფარება მოაგროვა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კარის ლევერტი იყო, რომელმაც 31 ქულა, 3 მოხსნა და 12 პასი გაიფორმა. გოგას ლიეტუველი დომანტას საბონისის ანგარიშზე კი 30 ქულა, 8 მოხსნა და 9 პასია დაგროვდა.

 

ინდიანელები მომდევნო მატჩს 9 მაისს, 03:00 საათზე ისევ საკუთარ კედლებში გამართავენ, სადაც მისი მეტოქე “ვაშინგტონ ვიზარდსი” იქნება.

 

 

წყარო – nba.com

 

 

 

 

 

 

 

ყაზანის გრან სლემის მეორე დღეს 3 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალი (ვიდეო)