კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გოგა ბითაძემ არასრულ სამ წუთში 2 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. “ინდიანამ” სტუმრად გაიმარჯვა

Image source: Getty Images

 

“ინდიანა პეისერსმა” NBA-ის რეგულარული ჩემპიონატში ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.

გოგა ბითაძის გუნდი “შარლოტ ჰორნეტსს” ესტუმრა და 11 ქულის სხვაობით – 115:104 მოუგო.

ქართველმა ცენტრმა წინა მატჩისგან განსხვავებით, მოედანზე გამოსვლის შანსი მიიღო. 20 წლის კალათბურთელმა პარკეტზე 2:41 წუთი გაატარა, რა დროშიც ორიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო და ერთი მოხსნა მიითვალა.

ყველაზე შედეგიანი მოთაშამე “ინდიანას” ფორვარდი თი ჯეი უორენი გახდა, რომელმაც 36 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

გოგას გუნდს 37 მატჩში 23 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე რჩება. მომდევნო მატჩს პეისერსი 9 იანვარს, შინ მაიამი ჰიტთან ჩაატარებს.

წყარო – nba.com/pacers

“არსენალი” ინგლისის თასის მეოთე რაუნდში გავიდა (ვიდეო)