კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გოგა ბითაძემ ახალი წელი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. “ინდიანა პეისერსმა” “ფილადელფიას” მოუგო (ვიდეო)

Image source: Getty Images

 

ახალი წლის ღამეს გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ფილადელფია” მიიღი და 18 ქულის სხვაობით, 115:97 მოიგო.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 7:34 წუთი გაატარა და 6 ქულაა ჩააგდო, რაზეც 3 მოხსნა და 1 დაფარებაც მიამატა.

გოგას გუნდს 34 მატჩის შემდეგ 22 მოგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-5 პოზიციაზე ავიდა. მომდევნო მატჩს “ინდიანა” 3 იანვარს “დენვერის” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო – nba.com/pacers

“ისევე, როგორც ძველ დროს” – ზაზა ფაჩულია კლეი ტომპსონს დასაბრუნებლად ამზადებს (ვიდეო)