კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გოგა ბითაძე “პეისერსს” მერვე გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა (ვიდეო)

Image source: wishtv.com

 

NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” სტუმრად “ბრუკლინ ნეტსთან” ძირითად დროში – 115:86 ანგარიშით გაიმარჯვა.

20 წლის ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ იყო. გოგამ მოედანზე 16:05 წუთი და მისი მონაგარი 4 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა იყო.

მე-8 გამარჯვების შემდეგ “პეისერსიაღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 24 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე, “ორლანდო მეჯიკთან” ჩაატარებს.

 

წყარო – nba.com

 

უეფას ფეხბურთის კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა პირველად უხელმძღვანელა