კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გლდანის ხელბურთის აკადემიაში საქართველოს თასის გათამაშებამ სტარტი აიღო

კადრი იმედი სტუ - ფოთის მატჩიდან

Image source: Georgian National Handball Federation YouTube

 

დღეს, გლდანის ხელბურთის აკადემიაში სტარი აიღო საქართველოს თასის გათამაშება კაცთა გუნდებს შორის.

ეს პირველი ოფიციალური შეჯიბრებაა 2020 წლის მარტის შემდეგ, მასუკან, რაც სეზონი COVID-19-ის პანდემიის გამო შეწყდა და აღარ განახლებულა. ტურნირი ჩაივლის უმაყურებლოდ, უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით – COVID-19-ის ინსტრუქციის მიხედვით.

დღეს, გლდანის ხელბურთის აკადემიაში, დილის 10:00 საათიდან გაიმართა ოთხი 1/4-ფინალური მატჩი: “BSB ბათუმი” 46-21 “ქარიშხალა”, “იმედი სტუ” 42-22 “ფოთი”, “ქუთაისი” 46-26 “სამტრედია”, “პეგასი” – “სპორტუნი” (მატჩის დასაწყისი: 17:30 საათი).

11 ნოემბერს, იმავე არენაზე, ნახევარფინალებია დაგეგმილი მე-5-8 და 1-4 ადგილებისთვის. 12 ნოემბერს გლდანში გათამაშდება მე-5 და მე-7 ადგილები, ხოლო ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი დანიშნულია 13 ნოემბერს, სპორტის სასახლეში. ფინალი 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ხელბურთის ფედერაციის იუთუბის არხზე.

 

 

 

წყარო – geohandball.ge

 

 

 

 

 

მერაბ შარიქაძე: “ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს თავისი გუნდის სათამაშო გეგმა და ტაქტიკა”