კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გივი კვარაცხელია: “ბელარუსები სწორედ ამისთვის ემზადებიან”

გივი კვარაცხელია საქართველო-ბელარუსის მატჩზე

Image source: Getty Images

 

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ნახევარმცველმა გივი კვარაცხელიამ ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქეზე ისაუბრა.

„ბელარუსების ტაქტიკას ჩვენებმა გუნდურობა და შეტევაში ინდივიდუალური თამაშით უნდა დაუპირისპირონ.

ბელარუსის ნაკრები ყოველთვის ბრძოლისუნარიანი გუნდი იყო და კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს. მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა გუნდი მორბენალი და ფიზიკურად ძლიერი ბიჭებით დააკომპლექტა, რომლებიც ჩაშლაზე ითამაშებენ, გუნდი დაცვაში ჩაჯდება და დაელოდება თავის შანს. ბელარუსები სწორედ ამისთვის ემზადებიან.

მეტოქე დასაფასებელია და პატივისცემით უნდა მივუდგეთ. მათ წინააღმდეგ ჩვენებს საკმაოდ ძლიერი იარაღი ექნებათ გუნდური და ინდივიდუალური მოქმედებებით. მჯერა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარონ, მაქსიმალურ მობილიზებას გამოავლენენ და გულშემატკივრებს გაახარებენ“, – ამბობს კვარაცხელია პირველ არხთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა მატჩი 8 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

ზურაბ ხიზანიშვილი: “რამდენადაც ცოტა დრო რჩება, იმდენად იმატებს მღელვარება უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ”