კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

გიორგი ცუცქირიძე: “ახლა მთავარია მოედანზე დავბრუნდე და დავიბრუნო სათამაშო დრო”

გიორგი ცუცქირიძე ბრუნდება

Image source: rugby.ge

 

ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. ის “ორიაკის” მარქაფაშია და დღეს “ნევერის” წინააღმდეგ ითამაშებს.

ცუცქირიძეს უკვე წელიწადზე მეტია არ უთამაშია. ბორჯღალოსანთა კვართით გიორგი ბოლოს მოედანზე 2020 წლის თებერვალში რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, მას შემდეგ კი, კლუბის რიგებში იმავე წლის 28 თებერვალს ითამაშა:

“რთული ორი წელიწადი მქონდა. ჯერ იყო და მსოფლიო თასისთვის მზადების პროცესში წვივი მოვიტეხე. მერე დავბრუნდი და ნაკრებსა თუ კლუბში სულ რამდენიმე თამაშის ჩატარება მოვასწარი და პანდემიამ გაგვაჩერა, მიმდინარე სეზონის მზადების პროცესში კი, ‘კლერმონთან’ ამხანაგური მატჩის კვირაში მყესი გავიწყვიტე და იძულებული გავხდი ოპერაცია გამეკეთებინა.

რადგან ხანგრძლივი პერიოდით მიწევდა დასვენება, მუხლის შემდეგ, ოპერაცია მხარზეც გავიკეთე. მხარი 2018 წლის ოქტომბერში, “ბეზიესთან” მატჩში დავიზიანე და საოპერაციო მქონდა. რეაბილიტაცია ორივე ტრავმაზე ერთდროულად გავიარე. პირველი ორი თვე გადაადგილებაც კი მიჭირდა, მერე კი თბილისში ჩამოვედი და რეაბილიტაცია ნაკრების ექიმებთან გავიარე. ეს იყო ურთულესი სამი თვე, იანვრის ბოლოს კი საფრანგეთში დავბრუნდი და კიდევ ერთი თვე რეაბილიტაციას ბიარიცში გავდიოდი. მარტიდან უკვე გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, მქონდა კონტაქტური ვარჯიშებიც, 100%-ით მზად ვარ და “ნევერთან” თამაშს ველოდები. ბუნებრივია, ამდენი უთამაშებლობის შემდეგ პირდაპირ ძირითადში არ ვიქნები.

ჩვენი მწვრთნელი რომეო გონტინეაკი ჯერ კიდევ ესპუარებში თამაშიდან მიცნობს. გასულ სეზონში მასთან ერთად პირველ გუნდში მომიწია მუშაობა. მან მითხრა, რომ მენდობა და კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივება შემომთავაზა, რასაც დავთანხმდი. შესაძლოა აქ ისეთი პირობები არ იყოს, როგორც დიდ გუნდში, მაგრამ ძალიან კარგი ატმოსფეროა და ქართველებს დიდ პატივს გვცემენ. ჩემთვის სასიამოვნო იყო, ტრავმირებულს 2-წლიანი კონტრაქტი რომ შემომთავაზეს. ახლა მთავარია მოედანზე დავბრუნდე და დავიბრუნო სათამაშო დრო“, – ამბობს ცუცქირიძე, რომელმაც ეს პერიოდი ძველი ტრავმის მოსაშუშებლადაც გამოიყენა და მხარზე ოპერაცია გაიკეთა.

 

 

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

 

შერმადინის “ტენერიფემ” მაკფადენის “ბურგოსს” მიმდინარე სეზონში მეოთხედ სძლია (ვიდეო)