კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი წიტაიშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო

წიტაიშვილი დაშავდა

Image source: Vorskla

 

პოლტავას „ვორსკლას“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა სერიოზული ტრავმა მიიღო. მან „მარიუპოლთან“ შეხვედრაში ფეხზე ძვლის მოტეხილობა მიიღო.

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა, მაგრამ მალევე დაშავდა და შეცვალეს. სამედიცინო შტაბის პროგნოზით სავარაუდოდ ორი თვე ვერ ითმაშებს.

გიორგი წიტაიშვილი „ვორსკლას“ იანვარში კიევის „დინამოდან“ იჯარით შეუერთდა და 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს უკრაინული პრესა წერდა, რომ წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ეს სიმართლე რომც იყოს, ამ ეტაპზე გიორგი საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.

 

წყარო – Football.ua

 

“ბორჯღალოსნებმა” პორტუგალია დაამარცხეს