კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

გიორგი წიტაიშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

გიორგი წიტაიშვილის ოპერაცია გაუკეთეს

Image source: giotsitaishvili11 ინსტაგრამის გვერდი

 

პოლტავას „ვორსკლას“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა სერიოზული ტრავმა მიიღო. 6 მარტს, მან „მარიუპოლთან“ შეხვედრაში ფეხზე ძვლის მოტეხილობა მიიღო. წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა, მაგრამ მალევე დაშავდა და შეცვალეს.

თავად ფეხბურთელმა ინსტაგრამზე საავადმყოფოდან ფოტო გამოაქვეყნა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, რასაც ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი „ვორსკლას“ იანვარში კიევის „დინამოდან“ იჯარით შეუერთდა და 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

 

 

 

წყარო – giotsitaishvili11